ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში, მშვიდობის გამზირზე.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ავარიის დროს დაშავდა ერთი ადამიანი, მისი გადაყვანა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "გორმედიში" მოახერხა.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.