ავტომობილი მტკვარში გადავარდა

2020-01-26 15:56:39

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ქვიშხეთთან.

მსუბუქი ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.

 

"ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: Qartli.ge