მძარცველებმა ტაძარი გაქურდეს

2020-01-26 15:03:26

ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს.

მძარცველებმა ტაძრის ეზოში მდებარე სასანთლის ფანჯარა გატეხეს, საიდანაც სასანთლეში შეაღწიეს.

წაღებულია 50 ლარამდე თანხა და 2 ქილა თაფლი.

როგორც ეკლესიის მღვდელმსახური აცხადებს, მძარცველები ტაძარში არ შესულან, მათ სასანთლე გაქურდეს.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.