მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2020-01-26 13:44:21

მაშველებმა მდინარე ლაჯანურადან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში ჩავარდნილი მესამე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მას მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით სოფელ ლაჯანაში სამაშველო სამძებრო ოპერაცია დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, ცხენისწყლის არხში გადავარდა. მაშველებმა ადგილზე ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს 2 კი ეძებდნენ.