იტალიაში სამი ქართველი სუპერმარკეტში ქურდობისთვის დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მაღაზიაში მომუშავე პერსონალმა მამაკაცებს საეჭვო ქმედებები შეამჩნია და პოლიციაში დარეკა.
25-დან 30-წლამდე მამაკაცება მარკეტში ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს და ქურთუკში დამალეს. ქართველებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა პოლიციელებმა მცირეხნიანი დევნის შემდეგ ორი მათგანის დაკავება მოახერხა. მალევე აიყვანეს მესამე პირიც.
გამოძიების შემდეგ სამი დაკავებულიდან ორს ბრალი დაუმძიმდა, რადგან ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა.