ავტომობილი ხევში გადავარდა

2020-01-23 23:01:13

ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხუტელში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ეძებენ.

ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, ცხენისწყლის არხში გადავარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის დამცავ ჯებირებს შეეჯახა, ხოლო შემდეგ კი არხში ჩავარდა. წყლის დინებამ ახალგაზრდები ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

არსებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდის ცხედარი უკვე იპოვეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.