"MJ Fashion" [photo]

2018-01-20 17:06:14

რუსთავში, თოდრიას მესამე ჩიხთან,  #3 ბინაში, ბუტიკი “MJ Fashion” გაიხსნა. ბუტიკში დიზაინერის, მაკა ჯაბუას ტანსაცმელია წარმოდგენილი. ტანსაცმლის მაღაზია მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ®

39 წლის დიზაინერი საფრანგეთიდან საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და გეგმავს, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვა, ამ ქალაქის ქალბატონებისთვის სასურველი და კონფორტული სამოსის შექმნას მოახმაროს.

რუსთაველები და არამხოლოდ რუსთაველები “MJ Fashion”-ში როგორც არსებული კოლექციიდან სამოსის შეძენას, ისე სასურველი მოდელის შეკვეთას შეძლებენ. გარდა ამისა, გეძლევათ შანსი, ექსკლუზიურად თქვენთვის და თქვენი სამოსისთვის, მაკა ჯაბუამ მრავალფეროვანი და განსაკუთრებული აქსესუარი დაამზადოს.

თქვენი საოცნებო ტანსაცმლის სტილზე ნიჭიერი, ახალგაზრდა დიზაინერი, მისი შექმნის ტექნიკაზე კი ქალაქის ყველაზე გამოცდილი მკერავები იზრუნებენ.

მომხმარებელზე მორგებული ფასები და სტილის ფართო არჩევანი - თოდრიაზე არსებული ახალი სივრცის ძლიერი მხარე სწორედ ესაა.

ქალბატონები, რომელთათვისაც თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია და თავდაჯერებულები არიან მაშინ, როდესაც სასურველი სამოსი აცვიათ, თოდრიას 3 ნომერს, “MJ fashion”-ს აუცილებლად უნდა ესტუმრონ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბუტიკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.