ბოლო ერთ კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
წინა კვირასთან შედარებით ჰოსპიტალიზაცია 5%-ითაა გაზრდილი. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ავრცელებს. მისივე თქმით, ინტენსიური ან რეანიმაციული დახმარება არცერთ პაციენტს არ ესაჭიროება.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს გრიპის სეზონი შედარებით უფრო მშვიდია, ამბობს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, 30 დეკემბრიდან გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ფინანსურადხელმისაწვდომი გახდა ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის.
ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევაა დაფიქსირებული.