თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ მიონის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ღია ცეცხლის კერა შენობის მე-6 სართულზე იყო გავრცელებული.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ადგილზე 7 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძრი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.