შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1960 წელს დაბადებულმა ვ.ხ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1966 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.