ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

2020-01-19 14:02:07

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბაძეებში ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ძლიერი დაკვამლიანება გახდა.

ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, დაშავებული 40 წლამდე მამაკაცი კი მათი შვილია. შემთხვევის დროს სახლში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა სახლში, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს , ცეცხლი ორსართულიან სახლში, პირველ სართულზე გაჩნდა და მისი გავრცელება არ მომხდარა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტო არ ასახავს რეალობას