ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2020-01-19 13:45:49

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე, რის შედეგადაც ორი ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით სოფელ ბაშის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საავტომობილო გამყოფ ჯებირს შეეჯახა.

ადგილზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ხოლო მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.