ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში.
დადიანის ქუჩაზე ავტომობილის მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე შევარდა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილი გზის პირზე არსებულ, ელექტრო სადენებისთვის განკუთვნილ ბოძსა და ხეს შორის გაიჭედა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.