ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთა-თბილისის მაგისტრალზე.
მსუბუქმა ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ავარიის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.