The Guardian-ის ინფორმაციით, ლონდონში აშშ-ის საელჩომ დაკითხვაზე 3 თვის ბავშვი მას შემდეგ დაიბარა, რაც მისმა ბაბუამ ვიზის ანკეტის შევსების დროს იგი შეცდომით, „ტერორისტად“ მოიხსენია. ჰარვი ქენიონ-ქაირნსი თავის პირველ არდადეგებზე ფლორიდის ქალაქ ორლანდოში უნდა გადაფრენილიყო, სანამ ბაბუამისი პოლ ქენიონი ანკეტას შეცდომით შეავსებდა. უფროსმა ქენიონმა დოკუმენტების შევსების დროს, ბავშვის გრაფაში კითხვაზე: გქონიათ თუ არა შეხება ტერორისტულ საქმიანობასთან, გენოციდთან, საბოტაჟთან ან ჯაშუშობასთან? - დადებითი პასუხი ჩაწერა, რის გამოც 3 თვის ჰარვი დაკითხვაზე დაიბარეს. ბაბუამ მხოლოდ მაშინ გაიგო თავისი შეცდომის შესახებ, როდესაც მისი შვილიშვილი ფრენაზე არ დაუშვეს. ბავშვი თავისი მშობლიური ქალაქიდან ლონდონში გადაიყვანეს, რასაც მანჩესტერიდან ორლანდომდე ცხრასაათნახევრიან ფრენაზე მეტი დრო - ათი საათი დასჭირდა. პოლ ქენიონის თქმით : „გასაკვირია, რომ შეცდომა ვერ დაინახეს. როგორ შეიძლება, სამი თვის ბავშვმა ვინმეს ზიანი მიაყენოს.“ ბაბუის თქმით, შვილიშვილს საერთოდ არ უტირია დაკითხვაზე და ყველაზე მასშტაბური, რაც მას გაუპროტესტებია საფენების გამოცვლაა". შეცდომა პოლ ქენიონს £3,000 დაუჯდა, რადგან ოჯახს ვიზა თავის დროზე არ მიუღია.