პოლიციამ, 35 წლის პირი დააკავა [video]

2020-01-12 16:03:14

თბილისში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, 35 წლის, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, მამაკაცი დააკავეს. [ვიდეო/video]

შსს-ს ცნობით, მამაკაცი 2019 წლის 24 ნოემბერს, "ტოიოტას" მარკის ავტომობილით მარნეული-თელეთის მაგისტრალზე გადაადგილდებოდა. სამართალდამცველები, მასთან, უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ, რა დროსაც მამაკაცმა მანქანის კარები ჩაკეტა. გაქცევისას დაეჯახა პოლიციის მანქანას, დააზიანა მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები და ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულს, ბრალად პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა ედება.

ფაქტზე გამოძიება, სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.