დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მთავრობის მომხრეებს, პოლიციასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც ე.წ პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში ოპოზიციის მომხრეები შეიჭრნენ- დარბეულია კაბინეტები და შენობაში არსებული ინვენტარი.
მომიტინგეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა.