ტექინსპექტირების ახალი რეგულაციები

2020-01-09 13:55:32

ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის საბურავები ექნება, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. შეზღუდვა 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, შალვა ურიადმყოფელმა განაცხადა.

„პირველი აპრილიდან შეზღუდვები ვრცელდება საბურავებთან დაკავშირებით. საბურავებს აქვს თავისი ვადა, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბურავები ინსპექტირებაზე უნდა იყოს 10 წელზე ნაკლების. 10 წელზე მეტი ხნის მქონე საბურავები ასევე დაექვემდებარება დახარვეზებას. შესაბამისად, ის ავტომობილები, რომელთა ავტომობილის ბორბლებსაც ხანდაზმულობის ვადა გასული ექნება, ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან“, – აღნიშნა შალვა ურიადმყოფელმა.