მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2020-01-07 23:16:21

ახალქალაქის სოფლების - მაჯადიასა და ოლავერდის მიმდებარედ ტყეში 23 წლის გაყინული  მამაკაცი იპოვნეს.

ახალგაზრდა მამაკაცს 6 იანვრის საღამოდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.

თანასოფლელების თქმით, ის მაჯადიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი არაერთხელ უნახავთ, რადგან მისი ახლობლები ტყესთან ახლოს ცხოვრობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისმობს.

წყარო: რუსთავი2