ძმამ ძმის სახლი დაცხრილა.
შემთხვევა ახალი წლის ღამეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ძმის მანქანაც დაზიანა. მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.
ბრალდებულის უფლებადამცველი თანდილა ჯოლოგუა ამბობს,რომ ძმებ სვირავებს შორის კონფლიქტი საერთო ბიზნესს უკავშირდებოდა.
შსს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის და 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.