ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 თვის ბავშვი და მამაკაცი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შსს-ში აცხადებენ რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.