აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემნაში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არასრულწლოვანი ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
მომხდარი ინფო რუსთავს შსს-ში დაუდასტურეს. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთით ისჯება.