რა გაძვირდა 2019 წელს

2019-12-29 18:01:53

ბოლო წლების განმავლობაში ლარის კურსი არასტაბილურია, რაც თავისთავად ბაზარზე ფასების არამდგრადობას იწვევს. ვნახოთ რა რაოდენობით არის გაზრდილი ფასები საკვებ პროდუქტებზე.

ხორცის ფასები: ძროხის ხორცის ფასი თითქმის სამი ლარითაა მომატებული და 1 კგ-ს ღირებულება 16 ლარსა და 92 თეთრს შეადგენს. თითქმის 2 ლარითაა მომატებული ღორის ხორცის ფასიც, 1 კგ ღორის ხორცი 14 ლარი ღირს. ფასების ზრდა შედარებით ნაკლებია ქათმის ხორცზე, 2019 წელს 1 კგ ქათმის ხორცი 7 ლარი და 10 თეთრია.

ერთი კილოგრამი ხორბლის ფქვილის ფასმა წელს 40 თეთრით მოიმატა და მისი ღირებულება 2 ლარი და 10 თეთრია. ლობიოს ფასმა წინა წელთან შედარებით 30 თეთრით დაიკლო და საშუალოდ 1 კგ ლობიო 4 ლარი და 63 თეთრი ღირს. რაც შეეხება შაქარს, მისმა ფასმა წინა წელთან შდარებით 4 თეთრით მოიმატა.

იმერული ყველის ფასმა 2018 წელთან შედარებით თითქმის ორი ლარით მოიმატა, 2019 წელს 1 კგ იმერული ყველის ღირებულება 9 ლარი და 17 თეთრია. თითქმის 15 თეთრითაა გაზრდილი ზეთის ფასი, 1 ლიტრი მზესუმზირის ზეთი 3 ლარი და 95 თეთრი ღირს.