სამშობიარო სახლში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

2019-12-30 11:59:48

საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, საკეისრო კვეთის შემდეგ ქალის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინფო რუსთავი კომენტარისთვის წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციას დაუკავშირდა სადაც გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს თუმცა განაცხადეს, რომ კომენტარი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაკეთდება.

შსს-ში კი ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილს მეუღლე და 3 შვილი დარჩა.