გუშინ, გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიან.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონა 19 წლისაა.
მამა-შვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში ცხოვრობდნენ.
არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამა შვილს დაეჯახა.
შემთხვევა სოფლის გადასასვლელთან მოხდა. მამა-შვილი ადგილზევე დაიღუპა.