ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-12-29 15:58:48

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.