გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოწვია. ოფიციალური ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში გაზის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.
ცეცხლი 3 სართულიანი სახლის მე-2 სართულზე გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, ცეცხლი არ გავრცელებულა და მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდაცია შეძლეს.
შემთხვევის შედეგად 85 წლამდე მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-დახმარების ჯგუფმა თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.