ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილების თანახმად 2020 წლის პირველი აპრილიდან ავტომობილზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო უნდა გამხდარიყო, თუმცა ამ ვადამ 2022 წლის 1 იანვრამდე გადაიწია.
„არსებულ რეგლამენტში შევიდა ცვლილებები. ეს რომ არ მომხდარიყო, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან პირდაპირ ჩნდებოდა ვალდებულება, რომ კატალიზური კონვერტორი (კატალიზატორი) ყველა იმ ავტომობილს უნდა ჰქონოდა, რომელსაც ქარხნულად ჰქონდა დამონტაჟებული. პლუს ამას, გამართულად უნდა ემუშავა კატალიზატორს, რომელიც მოწმდება გამზომ ხელსაწყოზე." - განაცხადა ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანაშვილმა .
კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს, რომ co-ს შემცველობა გამონაბოლქვში არ უნდა აჭარბებდეს 0.8%-ს. 2020 წლის 1-ლი აპრილიდან 0.7%-მდე ჩამოდის (ძრავის როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე), ხოლო 2021 წლიდან 0,6%-ზე, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი ევროპულ სტანდარტზე გადავალთ. ეს ნიშნავს იმას, რომ კატალიზური კონვერტორი უნდა ჰქონდეს ყველა ქარხნულად დამზადებულ ავტომობილს, რომელსაც კატალიზატორი აქვს კონსტრუქციულად, უნდა აკმაყოფილებდეს ნორმას, 0.5% და 0.3% როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე.
2020 წლიდან ევროსტანდარტების დაკმაყოფილება იმ იმპორტირებულ მანქანებს მოუწევთ, რომელიც 2020 წლის 1-ლი აპრილიდან პირველად რეგისტრაციას საქართველოში გაივლიან.