ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯში 55 წლის მამაკაცი ჭის წმენდისას გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ჭის გაწმენდის დროს, მუშას მიწით სავსე სათლი დაეცა.
სახლის მეპატრონის, ბესო ერემაძის ცნობით, ჭის მწმენდავები მუშაობდნენ, რა დროსაც ვედროს სახელური მოწყდა და ჭაში მყოფ მამაკაცს თავზე დაეცა.
ექსპერტები წინასწარი მონაცემებით ამბობენ, რომ ეს უბედური შემთხვევაა.
მისივე ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.