ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩის, №20 კორპუსის ეზოში ახალი საბავშვო სივრცე მოეწყო.
საბავშვო სკვერის გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საბავშვო სივრცე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 500 ლარით დაფინანსდა.
მიმდინარე წელს ახალი სკვერი მოეწყო, რუსთაველის №3- სა და ქობულეთის ქუჩაზე.
ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.