მარნეულში 2019 წელს სასმელი წყლის 8 მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
2019 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, 8 მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
მიმდინარე წელს, სასმელი წყლის ქსელების მოწყობისთვის, ჯამში 4 711 665 ლარი დაიხარჯა. სასმელი წყლის სისტემები მოეწყო ისეთ სოფლებში, როგორიცაა სადახლო, აღმამედლო, კირაჩმუღანლო, ულაშლო, ბაიდარი, ყუდრო და მარადისი, სადაც წლების განმავლობაში მწვავედ იდგა აღნიშნული საკითხი. განსაკუთრებულად მასშტაბური, სოფელ სადახლოში განხორციელებული ორ ეტაპიანი პროექტი იყო, რომლის ფარგლებშიც 29 129 მეტრის მოცულობის სისტემა მოეწყო და წყლით მომარაგდა 7 337 ბენეფიციარი.
აღსანიშნავია, ქალაქ მარნეულში აგრეთვე ორ თვეზე მეტია, აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროექტი, რომლის დონორი ორგანიზაციაა - აზიის განვითარების ბანკი. პროექტის დასრულების შემდგომ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელები სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
2020 წლისთვის დაგეგმილია სოფელ ალგეთის, თაზაკენდის, აზიზსკენდის, გაჯისაკენდის, ქუთლიარის, ამბაროვკაში, ალგეთის ღვინის მეურნეობის დასახლებისა და ქეშალოს წყალომარაგების მიზნით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორცილება, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტი ორ ეტაპად შესრულდება, რისთვისაც პირველ ეტაპზე გამოყოფილია 3 150 685 ლარი.