ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტი

2019-12-23 10:38:24

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ - სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხე - ტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, თანხა მოსთხოვა და  გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.