რუსთავში, XVII მიკრორაიონში, 40 წლის კაცმა ახალგაზრდა ცოლი სცემა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მეუღლეებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა რაც ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა.
აღნიშნულ მისამართზე პოლიცია გამოიძახეს, მამაკაცი ადგილზე დააკავეს.
შსს-ში განაცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151 მუხლებით მიმდინარეობს.