მარნეულის მერის წლიური ანგარიში მოსახლეობას.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მოსახლეობას, მერიის მიერ 2019 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების შესახებ ანგარიში წარუდგინა;
საანგარიშო შეხვედრა, რომელიც მარნეულის მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, მედია- საშუალებები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ანგარიშების პრეზენტაციის შემდგომ, შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე, მუნიციპალიტეტის მერისგან, ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.
ღონისძიების ფარგლებში, მერმა, ზაურ დარგალმა, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, თვითმმართველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.