რუსთაველი სტუდენტების დაფინანსება გაიზარდა

2019-11-21 10:46:08

სტუდენტების დაფინანსება 800-დან, 1200 ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

2020 წლიდან, წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება აკადემიური მოსწრების მიხედვით იქნება დიფერენცირებული:

81-დან, 90 ქულამდე - 800 ლარი;

90-დან, 95 ქულამდე - 1000 ლარი;

95-დან, 100 ქულის ჩათვლით - 1200 ლარი.

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობისთვის, კი სტუდენტებს, პირად ანგარიშზე ყოველთვიურად 50 ლარის ნაცვლად 60 ლარი ჩაერიცხებათ.

სტუდენტებმა, რომელთა ჯამური ქულის რაოდენობა 81-ზე მაღალია და დაფინანსების მიღება სურთ, მერიაში უნდა წარადგინონ:

1) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი.

2) ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსთავში ცხოვრების დამადასტურებელი მოწმობა.

3) სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი
წესით.

4) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის
(აქტიური) შესახებ (დედანი).

5) ასევე დაწეროს განცხადება რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე.