სოციალური საცხოვრისი რუსთავში

2019-11-20 18:39:25

რუსთავში, სოციალურ საცხოვრისში, დროებითი საცხოვრებელი კიდევ 3 ოჯახს გადაეცემა - ამის შესახებ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კრიტერიუმების მიხედვით, სპეციალური კომისიის სხდომაზე, 59 ოჯახის ქულები განიხილეს, რომელთაგან, საცხოვრისში ბინა 52 ბენეფიციარს გადაეცა, აქედან სამმა ოჯახმა საცხოვრისში ცხოვრებაზე უარი განაცხადა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დარჩენილი 7 ოჯახიდან, 4-ის სარეიტინგო ქულები იდენტურია, ამიტომ არჩევანი მათ შორის გაკეთდება.

"რადგან საცხოვრისი არის სამი, და 4 ოჯახია აუცილებლად მივიჩნიე, რომ ქეისები გაიხსნას, რომ კითხვები არ იყოს. რა თქმა უნდა უპირატესობა სოციალურ ქულებს მიენიჭება, რაც უფრო დაბალი ქულა ექნება მოქალაქეს, მით უფრო დიდი შანსი აქვს, რომ დაიკავოს საცხოვრისი. შესაბამის საცხოვრისის კომისიაზე გაიხსნება ქეისები და ისე ეყრება კენჭი. მინდა, რომ თითოეული ოჯახის ისტორია და მათი შეჭირვება თუ რატომ იკავებენ ესენი ამ ფართებს ყველამ იცოდეს", - განაცხადა მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვირიამ.

უსახლკარო პირებს დროებით საცხოვრისში ცხოვრების უფლება, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე მიეცემათ.