ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში ელჩად კელი კოლინ დეგნანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტში ბოლო 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. საქართველოში ელჩის პოზიციაზე დამტკიცებამდე, ის ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩევლის პოსტზე მუშაობდა.
ამ დროისთვის აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.