"112"-ის მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება.
ამის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებებს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილების მიხედვით, "112"-ის საფასური არ უნდა იყოს 20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი.
კონკრეტული ფასის განსაზღვრა მთავრობის დადგენილებით მოხდება.
დღეს მოქმედი წესით, ფიზიკური პირისთვის "112"-ის მომსახურება 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 თეთრი ღირს.
ცვლილების შემდეგ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ერთი საფასური იქნება.