დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, შეუძლოდ გახდა.
პოლიციელი შეუძლოდ გახდა მას შემდეგ რაც გავცელდა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ. პოლიციის განყოფილებასთან გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და მარიანა ჩოლოიანი საკაცით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.