შეკრება იაშვილის კლინიკასთან

2019-12-17 21:56:38

იაშვილის სახელობის კლინიკასთან, იქ სადაც 15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალა ხალხი იკრიბება.

ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილი მოზარდის კლასელები, ოჯახის ახლობლები და აქტივისტები.

ლუკას თანატოლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე სანთლები აანთეს და ყვავილები მიიტანეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს რომ საქმესთან დაკავშირებით პოლიციელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

შეგახსენებთ რომ თვითმკვლელობის დროს დაშავებული ლუკა სირაძე დღეს სარამოს გარდაიცვალა.