15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

2019-12-17 20:02:18

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე იყო, მის სამკურნალოდ ისრაელიდან ექიმი მოიწვიეს თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

15 წლის მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში მას ოპერაცია ჩაუტარდა.

შეგახსენებთ რომ მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. მას წინ უძღოდა "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით მოზარდის დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში. როგორც ადვოკატი აცხადებს, მასზე დაკითხვის დროს განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე საქმესთან შემხებლობაში მყოფ სამართლადამცავებს უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.