თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ ოჯახის შეურაცხყოფის გამო ბოდიშს იხდის.
"ის, რაც მოხდა, ამაზე მინდოდა რეაგირება იმ დღესვე, რაზეც მეორე დღეს გავაკეთე რეაგირება, მაგრამ ისეთი სასწაული რაღაც დამხვდა, წყევლა ბავშვებზე, მშობლების საფლავების ტრიალი, ამიტომ დაველოდე რათა არ ყოფილიყო მერე ნათქვამი, რომ შეეშინდა და ამიტომ მოხსნა. მეორე დღეს დავწერე, რომ არ არის სწორი ემოციურ ფონზე დაწერილი რაღაც და როგორ დავწერდი მეორე დღეს. იქ არ იყო უხეშობა. ყველამ ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში. წუხილს გამოვთქვამ, რომ ემოციებმა მოახდინეს ჩემზე გავლენა და დავწერე ის, რაც დავწერე. ბატონი ვაჟას ოჯახი მომართული არის პოზიტივზე და იმაზემ, რომ ეს ადამიანი გამოხსნილი იქნეს იქედან", - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
საკრებულოს წევრმა ბოდიში ტვ პირველზე, ვახო სანაიას გადაცემაში მოიხადა.