სასტუმრო „რადისონთან“, სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე ჯგუფურად იძალადეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. ტელეკომპანია ამ ინფორმაციასთან ერთად ფიზიკური დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს. [ვიდეო/video]
ტელეკომპანიის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ძალადობაში მონაწილეობდნენ „რადისონის“დაცვის სამსახურის თანამშრომლები. ამ ინფორმაციას თავად სასტუმროში უარყოფენ და ამბობენ, რომ კადრებში არცერთი მათი თანამშრომელი არ ჩანს.
შსს-ში "ინფო რუსთავს" დაუდასტურეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.