ხმური საკრებულოს შენობაში

2019-12-16 15:08:41

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან აბრა ჩამოხსნა. ხოშტარიამ აბრას „ღორი“ და „ნაძირალა“ დააწერა. აღნიშნულის გამო თბილისის საკრებულოს შენობაში ხმაური იყო.

ელენე ხოშტარიას თქმით, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოდან უნდა გააგდონ. თბილისის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადაყენების მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა აქციაც გამართეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობასთან კონსულტაციები გაიმართება.

ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა:

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც”- წერს ერეკლე კუხიანიძე.

ფოტო: თათია წულაძე