თბილისში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილი მოქალაქეები თავისუფლების მოედანს უკვე ტოვებენ.
ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ რეგიონებიდან ჩამოსულმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ტერიტორიიდან წასვლა ღონისძიების დაწყებიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ დაიწყეს.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ევროსაბჭის თავმჯდომარეობის აღნიშვნის ღონისძიება გაიმართა.