თბილისში, ღონისძიებაზე მიმავალი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი და მისი თანამაშრომლები ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ.
შემთხვევა საგარეჯოს შესასვლელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მერის ავტომანქანა, წინ მიმავალ სამარშუტო ტაქსის შეეჯახა.
მერი და მისი თანამშრომლები ამჟამად საგარეჯოს საავადმყოფოში იმყოფებიან.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების ზუსტ რაოდენობას არკვევენ, თუმცა უწყების ცნობით, ყველა დაზარალებულს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.
საქმეზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს