წალკის რაიონის სოფელ არწივანში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
მოხუცი, მარტო ცხოვრობდა, ის მეზობლებმა მოიკითხეს, რა დროსაც გარდაცვლილი დახვდათ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დამნაშავეები მამაკაცთან სახლში ძარცვის მიზნით შევიდნენ.
მკვლელობის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.