ბათუმში მოზარდს H1N1 ვირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, ასევე გამოვლინდა H2N3 ვირუსის შემთხვევა, რომელიც მცირეწლოვანს აღმოაჩნდა.
ცენტრში განმარტავენ, რომ A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება. რაც შეეხებათ პაციენტებს, ისინი ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელებულები არიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის – ამირან გამყრელიძის თქმით, წელს სეზონური გრიპის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და გასულ წელზე მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.