თიანეთის გზაზე 16 წლის ბიჭს, რომელიც მოპედზე იჯდა მანქანამ გაიტანა. არასრულწლოვანი მრავლობითი მოტეხილობებით ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაშია გადაყვანილი. მას მკურნალობა ამ დრომდე უტარდება. შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.
შსს ცნობით, ბიჭი სატვირთო მანქანას დაეჯახა. ავარიის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: პრაიმტაიმი