6-სიმბოლიანი სანომრე ნიშნები

2019-12-08 12:33:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის, 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნების გამოცვლის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე და მისი შეცვლა სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში:

დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას;

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში.

ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.